ჩვენს შესახებ

FRESH GROUP არის პრემიუმ ხარისხის ბიოტუალეტების გაქირავების  წამყვანი კომპანია ახლა უკვე  საქართველოში , 

ჩვენ ვქმნით უმაღლეს ხარისხს საერთაშორისო ბაზარზე,  2006 წლიდან ვმოღვაწეობთ ისრაელში  და  ვთანამშრომლობთ კომპანიებთან  ამერიკასა და იტალიაში.

ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ სისუფთავისა და  კომფორტის  მაღალი სტანდარტი ყველა იმ გარემოში, სადაც დროებითი სანიტარული ინფრასტრუქტურა აუცილებელია — იქნება ეს სამშენებლო ობიექტები, ღონისძიებები და ფასტივალები, მუნიციპალური სივრცები თუ კერძო პროექტები.

FRESH GROUP-ის ბიოტუალეტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კომფორტითა და სრულყოფილი ჰიგიენით.

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ სანდო ტექნოლოგიებით და ვიყენებთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებსა და სითხეებს, რაც უზრუნველყოფს სისუფთავეს, უსაფრთხოებასა და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.

ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ ციკლს:

  • ბიოტუალეტების ტრანსპორტირება და მონტაჟი თქვენს ობიექტზე
  • რეგულარული დასუფთავება და ტექნიკური მოვლა;
  • სწრაფი რეაგირება და ტექნიკური დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

FRESH GROUP მუშაობს ყველა ტიპის ორგანიზაციასთან — სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური უწყებები, ღონისძიებების ორგანიზატორები, და კერძო ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ სანდო და თანამედროვე სანიტარული გადაწყვეტილებები.

ჩვენი ყველა პროექტი ხორციელდება ზუსტად, დროულად და გამჭვირვალე პირობებით, მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით.

FRESH GROUP ქმნის სტანდარტს, სადაც სისუფთავე, პროფესიონალიზმი და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთიანად განსაზღვრავს მომსახურების კულტურას.