ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის ბიოტუალეტებს სთავაზობს კომპანია FRESH GROUP?

ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ პრემიალური ხარისხის ბიოტუალეტებს, რომლებიც იდეალურია როგორც ღონისძიებებისთვის და ფესტივალებისთვის, ასევე სამშენებლო ობიექტებისთვის, დროებითი განთავსების სივრცეებისთვის და მუნიციპალური საჭიროებებისთვის. თითოეული მოდელი შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და ჰიგიენის უზრუნველსაყოფად, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

რა ტიპის ბიზნესებს ემსახურება FRESH GROUP?

ჩვენ ვმუშაობთ ყველა ტიპის ორგანიზაციასთან: სამშენებლო კომპანიები, ღონისძიებების ორგანიზატორები, სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებები, ასევე კერძო ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ დროებითი სანიტარული ინფრასტრუქტურა.

FRESH GROUP არის საიმედო პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის, სადაც სისუფთავე და კომფორტი პრიორიტეტულია.

მოიცავს თუ არა მომსახურება ტრანსპორტირებასა და მონტაჟს?

დიახ. ჩვენ გთავაზობთ სრული მომსახურების პაკეტს:

  • ბიოტუალეტების მიტანა და მონტაჟი თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას;
  • დასუფთავება და ტექნიკური მოვლა რეგულარული გრაფიკით;
  • საჭიროების შემთხვევაში სერვისის სწრაფი გამოძახება 24/7-ზე.
რამდენად ჰიგიენურია თქვენი ბიოტუალეტები?

ჩვენი ბიოტუალეტები სრულად აკმაყოფილებს ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების უმაღლეს მოთხოვნებს.

სერვისის განმავლობაში ტუალეტები რეგულარულად იწმინდება, დეზინფიცირდება და ივსება შესაბამისი სითხეებით, რაც უზრუნველჰყოფს სისუფთავესა და უსიამოვნო სუნის თავიდან აცილებას.

რამდენ ხნით შეიძლება ბიოტუალეტის დაქირავება?

დაქირავების ვადა დამოკიდებულია თქვენს საჭიროებაზე: იქნება ეს ერთდღიანი ღონისძიება, რამდენიმე კვირიანი პროექტი თუ გრძელვადიანი ობიექტი.

ჩვენ გთავაზობთ მოქნილ პირობებს, რათა მომსახურება სრულად მოერგოს თქვენი პროექტის ხანგრძლივობასა და ბიუჯეტს.

რა უპირატესობა აქვს FRESH GROUP-ს სხვა კომპანიებთან შედარებით?
  • მხოლოდ პრემიალური ხარისხის ტუალეტები;
  • სრული მომსახურება: ტრანსპორტირება, მოვლა, დასუფთავება;
  • დროულობა და ოპერატიულობა ნებისმიერი ზომის პროექტისთვის;
  • მრავალწლიანი გამოცდილება და სანდო პარტნიორობა წამყვან კომპანიებთან;
  • მაღალი სტანდარტები, რაც გიქმნით უსაფრთხო და სუფთა სამუშაო/ღონისძიების გარემოს.
შესაძლებელია ბიოტუალეტების ბრენდირება ან პერსონალიზაცია?

დიახ. ბიზნეს-კლიენტებისთვის გთავაზობთ ბრენდირებული ან პერსონალიზებული ბიოტუალეტების სერვისს თქვენი კომპანიის ლოგოთი ან ღონისძიების თემატიკით. ეს უზრუნველჰყოფს პროფესიონალურ ვიზუალურ ეფექტს ნებისმიერ სივრცეში.

რა ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს Fresh Group?

ჩვენი ბიოტუალეტებისთვის ვიყენებთ მხოლოდ სპეციალურ სითხეებსა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებს, რაც უზრუნველყოფს ნულოვან ზემოქმედებას გარემოზე.

როგორ ზრუნავთ გარემოს სისუფთავეზე მომსახურებისას?

დასუფთავება და ნარჩენების გატანა ხორციელდება სერტიფიცირებული ტექნიკური აღჭურვილობით და სპეციალური გრაფიკით, რათა შევინარჩუნოთ სისუფთავე და ეკოლოგიური უსაფრთხოება ყველა ობიექტზე.

+995 (555) 08 22 22